Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გონიოში დაკარგული იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო

31 აგვისტო, 2016 14:35

გონიოში სამხედრო წვრთნების დროს დაკარგული იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო. სამხედროების ძებნა გუშინ საღამოს შეწყდა.

იაგო შარაძის დედას თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ტელეფონით ესაუბრა. იაგო შარაძის დედის თქმით, ლევან იზორიამ მას უთხრა, რომ მისი შვილი უკვე დაკარგულად ითვლება და ძებნა არაეფექტური აღმოჩნდა.

იაგო შარაძის ახლობლები თავდაცვის სამინისტროს სთხოვს, რომ  გაგრძელდეს ძიება, სხვა შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მიიღებენ.

დღეს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამძებრო სამუშაოები შეწყდა. 

„11-დღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.“

ძებნის ოპერაციაში, თურქული მხარის პარალელურად, თავდაპირველად, ჩართული იყო ამერიკული ავიაციაც, თუმცა, ეს ოპერაციაც უშედეგოდ დასრულდა.

16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე - კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

„გამოძიებას მთავარი პროკურატურა აწარმოებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაკარგულების ოჯახებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას გაუწევს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^