Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან იზორია: გონიოში ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ

31 აგვისტო, 2016 15:41

გონიოში ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ TV პირველთან საუბარში განაცხადა.

„ეს არის ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსები, რომელიც 2011 წლიდან ტარდება. ეს იყო ბოლო კურსი, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყო და სრულდებოდა 26 აგვისტოს. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. უცხოეთის ქვეყნებში, იქ სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, აუცილებელია ამ წესების არსებობა. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ინსტრუქტორებს, საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, როგორც ინსტრუქტორებს, ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ ჩანს სამსახურეობრივი გულგრილობის ნიშნები”, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, გონიოში დაკარგული ჯარისკაცების საკითხზე გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი.

ასევე, გავრცელდა თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შემდეგ თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

იაგო შარაძის  დედამ შიმშილობა დაიწყო. დაკარგული სამხედროების ახლობლები თავდაცვის სამინისტროს სთხოვს, რომ გაგრძელდეს ძიება, სხვა შემთხვევაში რადიკალურ ზომებს მიიღებენ.

კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს დაიკარგნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^