Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Reuters: თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ქურთებთან დაზავებას არ აპირებს

31 აგვისტო, 2016 17:52

თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში ქურთებთან დაზავებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და სხვა ქვეყნები მას მოუწოდებდა, რომ შეეჩრებინათ სამხედრო ოპერაციები ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე.

Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონმა შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ერთკვირიანი სამხედრო ოპერაციების გამო. სირიის იმ ტერიტორიაზე, სადაც „ისლამური სახლმწიფოს“ მებრძლები არ არიან სამხედრო ინტერვენცია მათთვის მიუღებლია.

გუშინ თურქეთს საფრანგეთმაც მოუწოდა, რომ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ქურთების წინააღმდეგ ჩრდილო სირიაში.

„თურქეთს აქვს არჩევანი, მას შეუძლია სამხედრო ძალები განათავსოს სირიაში და იბრძოლოს „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ და არა ქურთების, რომლებიც თავად დაუპირისპირდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

ოფიციალური თურქეთის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი თურქეთის საზღვრთან, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების განხორცილებაა, რის შედეგადაც  ქურთ აჯანყებულებს არ მიეცემა გაფართოებისა და გაძლიერების საშუალება.

წყარო: Reuters

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^