Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტურუას მეგობარი: დემურის დედას მამაკაცმა პოლიციის მხრიდან შანტაჟის გამო სცემა

03 სექტემბერი, 2016 13:50

„დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუასა და მის შვილს გუშინ ღამით მამაკაცმა პოლიციის მხრიდან მუქარისა და შანტაჟის გამო სცემა" - ამის შესახებ „ლიბერალს" სტურუას მეგობარმა, ოლეგ თავაძემ უთხრა. 

თავაძის თქმით, ნონა ჯოჯუამ მას გაამთენიისას, 5:00-6:00 საათისთვის დაურეკა და უთხრა, რომ პრობლემა ჰქონდა. 

„როცა ჩავედი, ნონა ნაცემი იყო და ეს პიროვნება სახლში იყო მასთან. როცა მე ვესაუბრე, თუ რატომ სცემა ეს ორი ადამიანი, ნონა და მისი უმცროსი შვილი, მითხრა, ამათ გამო მიჭერენო. მოძალადემ თვითონ მითხრა, რომ პოლიციელებმა ის დააშანტაჟეს, რომ დაჭერით დაემუქრნენ, თუ ქალბატონ ნონას არ გააჩუმებდა. აქედან გამომდინარე, სცემა. ქალბატონი ნონაც საუბრობს ამაზე. ნონამ ჩემთან საუბარში როგორც თქვა, იმ პირმა უთხრა ტელევიზორში ნუ ჩნდებიო, შენს გამო მე მექმნება პრობლემებიო. ნინო შეეწინააღმდეგა, შემდეგ მან სცემა და ბავშვსაც სცემა" - ამბობს თავაძე. 

მისი განმარტებით, თავდამსხმელი სამტრედიაში ცხოვრობს და პოლიციამ იგი უკვე დააკავა. 

რაც შეეხება ნონა ჯოჯუას მდგომარეობას, ოლეგ თავაძის თქმით, მას თავის არეში საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. 

ნონა ჯოჯუას ინტერესების დამცვალეი, EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებაში არ საუბრობს იმაზე, რომ თავდამსხმელი პოლიციის მუქარის საფუძველზე მოქმედებდა. 

„გუშინ ღამით ამ საქმის ერთ-ერთ მოწმე მივიდა ოჯახში, სადაც იყვნენ დაღუპულის დედა და ძმა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. დაზარალებული ამბობს, რომ შესაძლოა, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს უკავშირდებოდეს, რადგან, როგორც მოწმის ჩვენებაშია აღნიშნულია, შესაძლოა მას არ სურდა, რომ საქმეში მოწმე ყოფილიყო. ნონას პოლიცია არ უხსენებია, თითქოს ის პოლიციის მოგზავნილი იყო და პოლიციის მუქარით მოქმედებდა... თქვა, რომ თავდასხმის მოტივი ის იყო, რომ ნონამ თავის ჩვენებაში ახსენა ეს ადამიანი და მოწმედ იყო დაკითხული ამ საქმეში" - ამბობს იმნაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს" უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს, თუმცა როგორც გამოძიებისთვის არის ცნობილი, ნონა ჯოჯუას პირად საკითხზე ჰქონდა შელაპარაკება მამაკაცთან. 

„გამოძიების ინფორმაციით, მისთვის ნაცნობ მამაკაცთან პირად თემაზე მოუვიდა შელაპარაკება. გამოძიება მიმდინარეობს" - ამბობენ შსს-ში. 

EMC: სტურუას დედის განმარტებით, თავდამსხმელი მოკვლით ემუქრება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^