
ალეკო ელისაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს და ამბობს, რომ მას ემუქრებიან:
„მე არაფერს ვამტკიცებ და არავის არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ, გუშინ მთელი დღე მაფრთხილებდნენ ყველა მხრიდან და ერთსა და იმავე ტექსტს მეუბნებოდნენ – რომ ფრთხილად ვიყო და რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ ჩემი განეიტრალებით პირადად სოლოლაკის იმპერატორია დაინტერესებული. ათმა ადამიანმა მაინც მითხრა გუშინ ერთი და იგივე ტექსტი. ჰოდა, ამიტომაც დავწერე. მე არც დაცვით დავდივარ და არც ციხე-სიმაგრეში ვცხოვრობ, და არც არავის მეშინია. ჩემი ერთდაერთი დაცვის საშუალება და პრევენცია ხმამაღლა თქმაა. ესაა და ეს.
კიდევ ის – გია ვოლსკი რომაა ჩუღურეთის მაჟრიატარობის კანდიდატი და ასინეთასავით რომ იწყევლება, მაგ კაცს გადაეცით, რომ ჩუღურეთში ხალხს სახლები თავზე ენგრევა და მაგაზე იფიქროს, არჩევნები 3 კვირაშია და მივიდეს, ხალხს დაელაპარაკოს და ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციის გეგმა შესთავაზოს. ხოლო, უზნეო პოლიტიკოსები საკუთარი საარჩევნო სიის ოცეულში მიათვალიერ–მოათვალიეროს", - წერს ელისაშვილი ფბ-ზე.