Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►„ლოცვითი დგომის აქცია" ვატიკანის საელჩოსთან რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ

21 სექტემბერი, 2016 14:34

ვატიკანის საელჩოსთან მორწმუნეთა ჯგუფი რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ „ლოცვითი დგომის აქციას“ მართავს. სასულიერო პირები და მოქალაქეები ვატიკანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და პროტესტს ლოცვით გამოხატავენ

„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" განცხადებაში პაპი ერეტიკოსად და„მამათმავლობის მფარველად" არის მოხსენიებული. 

„მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი ევრ ერკვევა, თუ როგორი დამღუპველია პაპიზმი მართლმადიდებლებისთვის. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში დიდ შეშფოთებასა და ვნებათაღელვას იწვევს მორწმუნე ერში. როგორც ვატიკანის რადიომ განაცხადა, „პაპი განახორციელებს სამოციქულო ვიზიტს კავკასიაში“, რაც უკვე მრავლისმთქმელია. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიის ავტორიტეტი მართლმადიდებულ სამყაროში განუზომლად დიდია, როდესაც სხვა ეკლესიების მორწმუნენი იმედის თვალით შეჰყურებენ ჩვენს ეკლესიასა და პატრიარქს, ეს ვიზიტი, პაპთან შეხვედრა,ის ანტიეკლესიური ეტიკეტი, როგორიცაა ამბორისყოფა, მწვალებლური საკრებულოს „წმინდა საყდრად“ მოხსენიება, არქიერეტიკოსთან ერთად თანალოცვა, პაპის შესვლა მართლმადიდებლურ ტაძარში და იქ ნებისმიერი ქმედება, ყოველივე ის, რაც საეკლესიო სამართლით აკრძალულია და მკაცრ სასჯელს ექვემდებარება, დაამცრობს ჩვენი ეკლესიისა და მისი პატრიარქის ავტორიტეტს, იმედს გაუცრუებს ქართველ და არაქართველ მორწმუნეებს, "- ნათქვამია „მართმადიდებელ მშობელთა კავშირის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„პაპის პიროვნული დამოკიდებულება მართმადიდებლებისდმი მისი სიტყვებიდანაც ჩანს, როდესაც იგი მართმადიდებლებს ოთხზე მავალ კატის კნუტებს ადარებს, რომელთაც ჯერ სიარული არ უსწავლიათ. იგი ქრისტიანებს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადონ სექსუალურ უმცირესობებს. აცხადებს, რომ აპირებს უცხოპლანეტელთა მონათვლას. ეს უცნაურიცაა და საშიშიც,"- ამბობენ „მართმადიდებელ მშობელთა კავშირში". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^