Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ ჟურნალ Times Higher Education-ის რანჟირების ჩამონათვალში მოხვდა

22 სექტემბერი, 2016 17:56

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც თაიმსის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირების ჩამონათვალში (Times Higher Education World University Rankings) მოხვდა. ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსოფლიოს 980 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში თსუ 801+ ადგილს იკავებს და ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიის რეგიონიდან. ევროპის მასშტაბით თსუ 354-ე ადგილს იკავებს და უსწრებს ისეთ უნივერსიტეტებს, როგორიცაა  კაუნასის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ლიტვა), ლონდონის სამხრეთ სანაპიროს უნივერსიტეტი და სხვა.

შეფასების კრიტერიუმი 5 ძირითად სფეროს მოიცავს:
 

  • სწავლება (სასწავლო გარემო): 30%
  • კვლევა (რაოდენობა, შემოსავალი და რეპუტაცია ): 30%
  • ციტირება (კვლევის გავლენა): 30%
  • საერთაშორისო ცნობადობა (პერსონალი, სტუდენტები და კვლევა): 7,5%
  • ინდუსტრიული შემოსავალი (გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვა) 2,5%

თსუ-მ ყველაზე დიდი შეფასება  საერთაშორისო ცნობადობისა და ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტში აიღო:

  • საერთაშორისო ცნობადობა გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი პერსონალის რაოდენობის შეფარდებას, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობას.
  • ინდუსტრიული შემოსავლის კომპონენტი კი - გამოგონებებისა და ინოვაციების წარმოებაში დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.

რანჟირების თორმეტწლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ლიდერი უნივერსიტეტი გახდა ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი). ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეიტინგის სათავეში კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (აშშ) იდგა.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას, თანამშრომლებისა და სტუდენტების რაოდენობრივ შეფარდებას,  სამეცნიერო კვლევების პროდუქტიულობას, რეფერირებად ჟურნალებში კვლვების გამოქვეყნებას, ციტირების ინდექსს და სხვა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^