Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115“ 26 სექტემბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს

23 სექტემბერი, 2016 18:25

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე გახდა. აკადემიური საბჭოს 36 წევრიდან მას მხარი უმრევლესობამ, 21-მა წევრმა დაუჭირა. 

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრები მიიჩნევენ, რომ არჩევნები „დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებად გაასაღეს“. მათი თქმით, აქვთ საფუძვლიანი ეჭვები იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტის შიდა კლანები გიორგი შარვაშიძეს გაურიგდნენ და სწორედ ამიტომ უნივერსიტეტის პროფესორებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

მოძრაობის წევრების განცხადებით,  უნივერსიტეტში ისევ ის პრობლემებია, რის გამოც მარტის აქციები გაიმართა, მათი მოგვარების მიზნით კი არც სამინისტროს და არც უნივერსიტეტს არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. სწორედ ამიტომ, სტუდენტური მოძრაობა გეგმავს 26 სექტემბერს, უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დღეს, საპროტესტო აქცია გამართოს, რომ გიორგი შარვაშიძესა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას არსებული პრობლემები შეახსენონ.

„ის მოთხოვნები რაც აქვს ჩვენს მოძრაობას,- ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, უნივერსიტეტში გარე რეფერირების სისტემის დანერგვა, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის  პრობლემის მოგვარება,უნივერსიტეტში  ე.წ. ოდეერებისა და შიდა კლანების არსებობის პრობლემა, თვითმმართველობის რეფორმირების საკითხი, კვლავ დღის წესრიგშია. მათ მოსაგავრებლად  მარტიდან დღემდე არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. მათ მოსაგვარებლად გიორგი შარვაშიძეს მინისტრის მოადგილის რანგში საკმარისი ბერკეტები გააჩნდა, თუმცა არ გამოიყენა. ახლა აპელირება იმ საკითხზე, რომ გამოიყენებს მის კონტაქტებს და უნივერსიტეტისთვის საკეთილდღეოდ ნაბიჯებს გადადგამს , ჩვენთვის არ არის სანდო.ჩვენ დავანახებთ შარვაშიძეს, რომ ის მოძრაობა, რომელიც ჩამოყალიბდა მარტის პერიოდში ჯერ კიდევ არსებობს და იარსებებს იქამდე, სანამ არ მოგვარდება ის პრობლემები, რაც აქვს უნივერსიტეტს“,- თქვა მან. 

მოძრაობის წევრების თქმით, არსებული პრობლემების გამო უკვე წლებია თსუ-ში სწავლა საპროტესტო აქციით იწყება. დაგეგმილი აქცია კი მასშტაბური იქნება, რათა გიორგი შარვაშიძეს შეახსენონ, რომ პრობლემები ისევ არსებობს და მათი მოგვარების მიზნით, ქმედითი ნაბიჯები დაუყონებლივ უნდა გადაიდგას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^