Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

RFERL: Coreper ვიზალიბერალიზაციაზე ვერ შეთანხმდა, გერმანიას EP-სთან კონსულტაცია სურს

28 სექტემბერი, 2016 16:32

სანამ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე COREPER (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წამომადგენლების საბჭო) გადაწყვეტილებას მიიღებს, გერმანიას სურს, ევროპარლამენტთან კიდევ გაიაროს კონსულტაცია - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

მისი თქმით, გერმანიას სურს, უვიზო მიმოსვლის მინიჭების მხარდაჭერამდე უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყოს. მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხი Coreper-ზე დღეს ვერ გადაწყდა და ამ საკითხზე სავარაუდოდ მომდევნო კვირაში იმსჯელებენ. 

„რაც უფრო სწრაფად შეჯერდებიან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე, მით მალე გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის საკითხიც“ - განუცხადა „ლიებრალს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ.

იმისათვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს, საჭიროა როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროკავშირის საბჭოს დადებითი შეფასება.

იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 13-14 ოქტომბრის სხდომაზე უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება ევროპარლამენტს, პლენარული სხდომა 3-6 და 24-27 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თუმცა უცნობია, რომელ სხდომაზე უყრიან კენჭს ამ საკითხს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^