Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფელ ზვარეში ძაღლისთვის ყელის გამოჭრის ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

28 სექტემბერი, 2016 19:49

ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ყელგამოჭრილი ძაღლი ჩანს, შსს-მ მოკვლევა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლს ყელზე დაზიანებები სოფელ ზვარეში სამშენებლო კომპანიაში დასაქმებულმა პირებმა მიაყენეს. 

ადგილობრივი მცხოვრები „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, რომ ძაღლი გადარჩა, რადგან იგი თავდამსხმელებს ხელიდან გამოსტაცეს.

„ძაღლი აგერ მომაკვდავი წევს, ყელი აქვს გამოჭრილი".  - უთხრა „ლიბერალს" ზვარეს მცხოვრებმა, რომელიც ამავე კომპანიაში მუშაობს. 

„ლიბერალმა" კომპანიის იურისტს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ კომპანიის მენეჯმენტში საქართველოში არ იმყოფება. მისი თქმით, კომპანიის ადიგილობრივ ოფისთან დაკავშირება ხაშურშია შესაძლებელი. 

„ვერ მოგცემთ ნომერს. მენეჯმენტის ნახევარზე მეტმა ინგლისურიც არ იცის" - ამბობს იურისტი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. ამასთან, იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^