Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დარჩიაშვილი საბრძოლო მასალის აღმოჩენაზე: მსგავსი ობიექტები თავდაცვის გეგმის ნაწილი იყო

29 სექტემბერი, 2016 18:09

დღეს სამართალდამცველი უწყებების მიერ  საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგის აღმოჩენის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით დარჩიაშვილმა „ლიბერალს“ განუცხადა, რომ მსგავსი ობიექტების შექმნა გასულ წლებში საგარეო მტრისაგან თავდაცვის ნაწილი იყო.
„2009-2011 წლებში თუკი ასეთი ობიექტები იქმნებოდა, იქმნებოდა ქვეყნის თავდაცვის გეგმის ფარგლებში. ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ. მე რაიმე ახალ, განსაკუთრებულ ინფორმაციას არ ვეყრდნობი ამ შემთხვევაში. თუკი ასეთი ობიექტები ეწყობოდა, ეწყობოდა იმისათვის, მტრის ჯარის შემოსვლის შემთხვევაში არსებულიყო წინააღმდეგობის კერები. ეს სრულიად ლეგიტიმური და კონსტიტუციური წყობილების დაცვის ფარგლებში განხორციელებული თუ ჩაფიქრებული გეგმაა. თავდაცვის ამ გეგმებს ხელისუფლება წლების განმავლობაში ამჟღავნებდა, რითაც სწორედაც სჩადის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ამჟაღავნებს აგრესორი სახელმწიფოს გასაგონად და მეორე მხრივ ასეთ ინფორმაციებს იყენებს თავისი ცილისმწამებლური ბინძური კამპანიის გასამყარებლად, რომ თითქოს ოპოზიცია მადესტაბილიზებელ გეგმებს ისახავს მიზნად“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სამართალდამცველ უწყებებს მადლობა გადაუხადა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების პოვნისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^