Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სატელევიზიო პულტს ალტერნატივა გამოუჩნდა

30 სექტემბერი, 2016 14:53

მომხმარებლის ჩვევას, მხოლოდ ტელევიზორის პულტით მართოს ეთერი, ალტერნატივა გამოუჩნდა. სილქნეტმა მეტი კომფორტისთვის  SilkTV-აბონენტების მობილური მოწყობილობებისთვის პულტის აპლიკაცია დანერგა. ცოტა ხნის წინ კი, ახალი ფუნქცია დაამატა - დასახელების, სახელწოდების  მითითებით  ნებისმიერი არხის, გადაცემის, ვიდეო კონტენტის მოძიება გახდა შესაძლებელი.
სატელევიზიო ეთერის მართვა საკუთარი სმარტფონიდან რეალობად რომ იქცეს, მომხმარებელმა უფასო აპლიკაცია Silk TV Remote უნდა გაიაქტიუროს მისთვის სასურველ მოწყობილობაზე - iPhone , iPad , Android სმარტფონებსა და პლანშეტებზე.

აპლიკაციით სარგებლობისთვის აუცილებელია ინტერნეტთან წვდომა. შესაბამისად, მისი მოხმარება შესაძლებელია ნებისმიერი მანძილიდან, სხვა ოთახიდანაც კი.   ეს ინოვაცია პულტის მუდმივად ძებნისა და დეკოდერთან  დაკავშირების  აუცილებლობას მოხსნის.

სმარტფონის პულტით შესაძლებელია Silk TV არხებისა და TV პროგრამის სრული ჩამონათვალის ნახვა, ინტეგრირებული ღილაკით და კლავიატურით - სასურველ დროზე გადასვლა, საძიებო სიტყვის მითითებით კი - ნებისმიერი გადაცემის მოძიება.

თავდაპირველად აპლიკაციის გააქტიურება, ტვ-განყოფილებაში „ჩემი Silk TV“, ოთხნიშნა პინკოდის შეყვანით ხდება. მომხმარებელი ტელევიზორის ეკრანზე ადასტურებს აპლიკაციასთან კავშირს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა და ხელმისაწვდომია  :

▶ Web - remote.silktv.ge
▶ iOS - https://goo.gl/giCiTI
▶ Android - https://goo.gl/6ME04p

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^