Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთაველიდან მთაწმინდის პარკისკენ ძველი საბაგირო გზა აღდგება

12 ოქტომბერი, 2016 15:41

მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს.

როგორც „ლიბერალს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, საბაგირო გზა თავდაპირველად სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უნდა დაკავშირებოდა მთაწმინდის პარკს, თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში არქიტექტორთა საბჭოს რეკომენდაციით, ქვედა სადგურის ადგილი შეიცვალა და ლოკაციად განისაზღვრა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგირო გზის ძველი სადგურის შენობიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით მიმავალი საბაგირო გზა.

კომპანიის ცნობით, პროექტი 8 MGD ტიპის (მონოგონდოლა) საბაგიროს მონტაჟს ითვალისწინებს. საბაგირო გზის სიგრძე დაახლოებითი 980 მ-ია, მარშრუტს ექნება ორი სადგური - რუსთაველსა და მთაწმინდის პარკში, (ორივე შემთხვევაში არსებული ძველი სადგურების ადგილზე).   საბაგიროს გამტაუნარიანობა გათვლილია 1100კაც/სთ. გზის სრული დაფარვა ხდება დაახლოებით 4 წუთში, გზას მოემსახურება 20 გონდოლა, საშუალოდ 6 ადამიანზე გათვლილი, მიუხედავად ამისა გონდოლების რაოდენობრივ დატვირთვასა უზრუნველყოფს ის კომპანია რომელიც იქნება საბოლოო განმკარგველი ამ ქონების, ასევე იგი იქნება საბაგირო გზის მუშაობის განრიგის დამდგენი. საბაგიროს ძირითადი ნაწილი უკვე დამზადებულია და დასაწყობებულია ავსტრიაში, გარკვეული მოდიფიკაციების შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე დასრულებულია საბაგირო გზის ქვედა და ზედა სადგურების ინჟინრულ-გეოლოგიური შესწავლა და მიმდინარეობს საყრდები ანძების გეოლოგიური კვლევა.

სამუშაოების დაწყების სავარაუდო ვადაა ოქტომბრის მეორე ნახევარი, ხოლო გეგმის მიხედვით, ექსპლუატაციაში საბაგირო მომდევნო წლის ზაფხულიდან გაეშვება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^