Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაშაყმაძე: მოხეში მუსლიმ თემს ლოცვის პრობლემა არ ჰქონია

17 ოქტომბერი, 2016 17:56

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, მოხეში მუსლიმ თემს ლოცვის პრობლემა არ ჰქონია.

„ლიბერალის" შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობდა ლოცვის პრობლემის არქონაში, ვაშაყმაძე პასუხობს, რომ ისინი სახლში ლოცულობდნენ, შესაბამისად, ლოცვის უფლებით სარგებლობდნენ. 

„ვსვამ შეკითხვას, ამ წელიწადისა და 9 თვის განმავლობაში სად ლოცულობდნენ? ეს ხომ ლოგიკური შეკითხვაა? წინა პარაკევამდე სად ლოცულობდნენ? დიახ, სახლში ლოცულობდნენ. ეს ჰქონდათ მუსლიმებს სარგებლობაში და ჰქონდათ ლოცვის უფლების განხორციელება" - თქვა ვაშაყმაძემ. 

რაც შეეხება სადავო ნაგებობის წარმომავლობის დადგენას, ვაშაყმაძე ამბობს, რომ შენობის საძირკველის გამოკვლევა დაახლოებით 80 000 აშშ დოლარი ჯდება, მთლიან გამოკვლევას კი საბოლოო ჯამში 200 000 დოლარი დასჭირდება. 

„ჯერ ვეცდებით, ეს საკითხი კონსენსუსის გზით მოვაგვაროთ, თუ არა და ამ საკითხზე მობრუნება პრობლემა არ არის" - თქვა ვაშაყმაძემ. 

საგულისხმოა, რომ კომისია 2 წლის წინ ნაგებობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შეიქმნა, თუმცა დასკვნა ამ დრომდე არ არსებობს. „ლიბერალის" მიერ 2016 წლის მაისში მომზადებულ სტატიაში ჩანს, რომ კომისიას მაისში ნაგებობის წარმომავლობის შესწავლა დაწყებულიც არ ჰქონდა

მას შემდეგ, რაც მას მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად ლოცვა აღავლინეს. ნაგებობაში მუსლიმი მოსახლეობის ლოცვის წინააღმდეგ ადგილობრივი ქრისტიანი სამღვდელოება ქრისტიანი მრევლის სახელით გამოვიდა.

ორ თემს შორის დაპირისპირება 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ადგილობრივი ქრისტიანები და მუსლიმები სადავო ნაგებობის წარმომავლობაზე ვერ შეთანხმდნენ. მუსლიმები ამბობდნენ, რომ ნაგებობა ისტორიულად მეჩეთი იყო, ქრისტიანების თქმით კი - იგი ეკლესიის ქვებით აშენდა, ამდენად მისი მეჩეთად რეკონსტრუქცია მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქრისტიანები თანხმობას გამოთქვამდნენ, ნაგებობა სოფლის კლუბი ან ბიბლიოთეკა გამხდარიყო.

მუსლიმებმა მშენებლობისთვის ხელის შეშლა სცადეს, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა 14 მუსლიმი დააკავეს. იმ პერიოდში მოსახლეობა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობდა, თუმცა სამართალდამცველები პასუხისგებაში არ მიუციათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^