Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად ხვალ კენჭისყრა გაიმართება

19 ოქტომბერი, 2016 23:59

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად  ხვალ  კენჭისყრა ჩატარდება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 8 წევრმა  ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი.

მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი - ზაზა თავაძე. იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთი გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მას პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეების ხმები თანაბრად გაიყოფა, თავმჯდომარეობის კანდიდატურების წარდგენისა და არჩევის პროცედურები თავიდან დაიწყება, რომელშიც უკვე დასახელებული კანდიდატები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ინიშნება. აღნიშნული კანდიდატურებიდან, ირინა იმერლიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ის ხუთი წლით უხელმძღვანელებს, ხოლო თუ პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრი ზაზა თავაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 3 წლითა და 7 თვით დაინიშნება, რადგან ზაზა თავაძის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ათვლა 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო. 

კენჭისყრის პროცედურები ფარული იქნება და მასში მონაწილეობას კენჭისყრაზე მყოფი ყველა მოსამართლე მიიღებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^