Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-ს წარმომადგენელი: ნარკომომხმარებელი აზიანებს არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სოციუმსაც

20 ოქტომბერი, 2016 1:26

„ნარკომოხმარებასთან მიმართებით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეს ადამიანი აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, არამედ იმ სოციუმსაც, რომელშიც ცხოვრობს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლანა ცანავამ EMC-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე - „რა შეიცვალა იძულებითი ნარკოტესტირების პრაქტიკაში“ განაცხადა.

„ამ ეტაპზე ნარკოტიკების მოხმარება რჩება კვლავ სამართალდარღვევად. ამას აქვს თავისი მიზეზები. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მე-16 მუხლით, ადამიანს აქვს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და მას შეუძლია საკუთარ თავს შეუქმნას საფრთხე, მაგრამ ამ შემთხვევაში ნარკომოხმარებასთან მიმართებით პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეს ადამიანი აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, არამედ იმ სოციუმსაც, რომლეშიც ცხოვრობს.

ვიცით, რომ ნარკომოხმარება ზოგადად ადამიანში საკუთარ თვითკონტროლს სპობს, ძალიან მარტივი ხდება სხვა უფრო მძიმე სამართალდარღვევების ჩადენა, აქედან გამომდინარე საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, მოითხოვს იმას, რომ ნარკომოხმარება იყოს კვლავ სამართალდარღვევა“, - განაცხადა ცანავამ.

დისკუსიაზე შსს-ს წარმომადგენელს გამოეხმაურა „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი პაატა საბელაშვილი.

„როდესაც საუბრობთ ადამიანის ცხოვრებაზე, არ შეიძლება ადამიანის აღწერა, როგორც გარშემომყოფებისთვის საფრთხისშემცველის და ა.შ.თქვენ შეიძლება არ იცნობთ ნარკომანებს, მე ვარ ნარკომანი და აქ რომ ვზივარ, არ მგონია, ვინმე ჩემგან საფრთხეს გრძნობდეს. მიუხედავად კრიმინალიზებული სტატუსისა და მიუხედავად იმ ღირსებისშემლახავი ქმედებებისა, რასაც თქვენი კოლეგები ჩვენ მიმართ ახორციელებენ, ჩვენ ღირსებას მაინც არ ვგარგავთ და ამ ბრძოლაში გაჩერებასაც არ ვაპირებთ", - აღნიშნა საბელაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^