Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შპს „პროექტი“: სამუშაოს დასრულების შემდეგ მუშას გული ცუდად გაუხდა და დაიღუპა

20 ოქტომბერი, 2016 18:55

დღეს 20 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშენებლო ტერიტორიაზე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა მეტროსადგურ „სარაჯიშვილთან", მოხდა.

კერძოდ, „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა მოხდა გურამიშვილის 63 ნომერში, სადაც შპს „პროექტი“ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს აშენებს.  გენდირექტორის გიზო კახნიაშვილის თქმით, კომპანიამ ბეტონის ჩასასხმელად დაიქირავა სხვა კომპანია და გარდაცვლილი სწორედ აღნიშნული კომპანიის თანამშრომელი იყო.

მისივე თქმით, მამაკაცი მუშაობის პროცესში, სატვირთო ავტომანქანიდან მილების დაცლის პროცესში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად არ დაღუპულა. მას ბეტონის ჩასხმის შემდეგ გული ცუდად გაუხდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გიზო კახნიაშვილის თქმით, დაღუპულის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მამაკაცი ჯანმრთელობას  უჩიოდა და დღეს მუშაობისგან თავის შეკავებაც კი ურჩიეს.

დაღუპულის სახელი და გვარი, ასევე სამუშოსთვის დაქირავებული კომპანიის სახელწოდება შპს „პროექტის“ დირექტორმა „ლიბერალის“ ჟურნალისტთან საუბრისას არ დაასახელა. მისი თქმით, დაღუპული  50 წლამდე მამაკაცი იყო.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^