Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან სამუშია - თავაძე არის მოსამართლე, რომელმაც ორჯერ ჩაშალა "კაბელების საქმის" განხილვა

20 ოქტომბერი, 2016 20:56

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ადვოკატი ლევან სამუშია ამბობს, მას ეჭვი ეპარება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის ობიქტურობაში.

ესაა იმ მოსამართლეთაგანი, რომელმაც რომლმაც ორჯერ ჩაშალა კაბელების საქმის განხილვა. - ამბობს სამუშია.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თანმჯდომარე ჰყავს. მოსამართლე ზაზა თავაძის კანდიდატურას ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.

წინა სხდომაზე, მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი - ზაზა თავაძე. იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამხდარიყო, მას პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ის 3 წლითა და 7 თვით დაინიშნება, რადგან ზაზა თავაძის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ათვლა 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო. 

ზაზა თავაძე 2008-2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2010 წლის 30 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2010 წლის 15 ივნისს,  ფიცის დადების დღიდან.  ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის  10 ივნისს  არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^