Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს "ქართული ძალის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე არ ადასტურებს

22 ოქტომბერი, 2016 13:44

 შინაგან საქმეთა სამინისტრო „ქართული ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც  სანზონაში თურქი ეროვნების სამმა მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგონა სცემა და ქონდათ გაუპატიურების მცდელობა არ ადასტურებს.

შსს-ში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ გოგონა კანონის თანახმად გამოიკითხა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა, შესაბამისად უწყებას გამოძიება არ დაუწყია.
 
გუშინ ღამით, ნაციონალისტურმა ჯგუფმა "ქართული ძალა" გაავცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც  სანზონაში სამმა თურქი ეროვნების მამაკაცმა სცემა არასრულწლოვანი გოგო და ჰქონდათ გაუპატიურების მცდელობა. ჯგუფის წევრები პოლიციის განყოფილებაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„ქართულმა ძალა “ ულტრანაციონალისტური დაჯგუფებაა. მათ 27 სექტემბერს, თბილისში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გამართეს, რავ დროსაც  ქუჩაში  თურქულენოვანი ბანერები ჩამოყარეს და ზედ გადაუარეს.

საღამოს 9-ის ნახევრისთვის კი პოლიციამ მსვლელობის 11 მონაწილე დააკავა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებაზე 30 სექტემბერს იმსჯელა. მოსამართლემ 5 სრულწლოვან დაკავებულს გირაო შეუფარდა, ისინი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდნენ. შვიდი არასრუწლოვანი კი მშობელთა მეთვალყურეობის ზედამხედველობის პირობით დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^