Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკო: მარნეულსა და ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური გაიმართება

23 ოქტომბერი, 2016 12:09

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გააცნო.

მისი თქმით, №48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, №36-ე მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი 2 კანდიდატია:

№5 აკმამედ იმამკულიევი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 10 026 ხმა (48,11%)

№41 თამაზ ნავერიანი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 9 051 ხმა (43.43%)

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით, №66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე  შემდეგი 2 კანდიდატია:

№5 სანდრა ელისაბედ რულოვსი  / „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -  10 692 ხმა  (44.8%)

№41 ედიშერ თოლორაია / „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” - 11 607 ხმა  (48.63%)

შესაბამისად, განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტურები.

როგორც ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური საარჩვენო კომისია მეორე ტურების თარიღზე იმსჯელებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებშიც მეორე ტურების თარიღი 30 ოქტომბრით განისაზღვრება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^