Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეთიკის ქარტია: 8 ოქტომბრის არჩევნებმაც ვერ ჩაიარა ჟურნალისტების ხელშეშლის გარეშე

23 ოქტომბერი, 2016 15:09

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, სამწუხაროა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებმაც ვერ ჩაიარა ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის გარეშე. 

ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანიების „რუსთავი 2-ის”, „იბერიის“ და „GDS-ის“ წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს. მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია „იმედის" კამერა დაზიანდა. მომხდარზე გამოძიება არ დასრულებულა, შესაბამისად კვლავაც არ დასჯილან დამნაშავე პირები.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებისთვის ასევე უცნობია თუ ვინ მიაყენა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა კორცხელში, 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს მომხდარი დაპირსპირებისას. თითოეული ასეთი ფაქტის გამოუძიებლობამ და დამნაშავეთა დაუსჯელობამ შესაძლოა წაახალისოს საზოგადოებაში სხვა მსგავსი ინციდენტები", - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ თითოეული ფაქტი, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ინფორმაცია დამნაშავეთა პასუხისმგებლობის შესახებ, რათა ყველამ იცოდეს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა დაუშვებელია.

ქარტიაში აცხადებენ იმასაც, რომ კენჭისყრის დღეს, 8 ოქტომბერს, გარდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფებისა, არაერთ ჟურნალისტს შეექმნა პრობლემა უშუალოდ საარჩევნო უბანზე მუშაობისას, რაც გამოწვეული იყო ძირითადად იმით, რომ საარჩევნო კომისიის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია მედიის წარმომადგენელთა უფლებების შესახებ.

„სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო პროცესთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა ყველა პირმა კარგად გაიაზროს ის უდიდესი როლი, რაც აკისრია მედიას არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების პროცესში და ხელი შეუწყოს მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^