Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატიანი: სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი

23 ოქტომბერი, 2016 19:03

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, საზოგადოებამ უკვე იცის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება.

„ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს და იქნებოდა დაშინება, ძალადობა. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაცვა არის ისეთი საქციელი, როგორიც მოხდა გუშინ, მარნეულში, სადაც ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან დაცული. სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულწილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის რეგიონი, რომელშიც ჩვენ, როგორც წესი, გვაქვს და გვქონდა გამარჯვების მაღალი ალბათობა”, - განაცხადა სერგო რატიანმა. 

„ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს. როგორც რულოვსი ,,ოდიში ნიუსთან'' ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^