Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გია ვოლსკი "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ წევრებს შეხვდა

24 ოქტომბერი, 2016 23:28

ტელეკომპანია “იმედი", 24 ოქტომბერს გია ვოლკის, ვიქტორ დოლიძის, გია ცაგარეიშვილის და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის ვიდეო კადრებს ავრცელებს. “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრი გია ვოლსკი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილ წევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრობს. 

მისი თქმით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა, საუბარი იყოს პარტიასთან თანამშრომლობის გარკვეულ ფორმაზე: "შეიძლება, გარკვეული პერიოდის მანძილზე ადამიანი პოლიტიკური ოპონენტი იყოს, მაგრამ სახელმწიფოებრივად მსჯელობდეს, როდესაც იგივე, ევროსაპარლამენტო სტრუქტურებთან ჩვენი ურთიერთიბები ყალიბდებოდა და საკმაოდ წარმატებული იყო ამ მხრივ ვიქტორ დოლიძე”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით კი, ოპოზიციაში ყოფნას არ აპირებს: "ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებ, მე არ ვითანამშრომლებ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მომავალი გვიჩვენებს, სად ვიქნებით, როგორ ვიქნებით, ერთ რამეს გეტყვით პირდაპირ, რომ ვიქნები სახელმწიფოს სამსახურში, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები. ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ.  დრო გვიჩვენებს, დღეს რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი ნაადრევია”,- ამბობს ზურაბ აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი და დავით ონოფრიშვილი ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავენ და, სავარაუდოდ მომავალ გეგმებზე უსაუბრებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^