Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

CNN: კომიდან გამოსვლის შემდეგ 16 წლის მოზარდი ესპანურად თავისუფლად ამეტყველდა

25 ოქტომბერი, 2016 11:46

16 წლის რუბენ ნსემო, რომელმაც ფეხბურთის თამაშის დროს დაზიანება მიიღო და კომაში ჩავარდა, კომიდან გამოსვლის შემდეგ ესპანურად თავისუფლად საუბრობს. 

CNN-ის ინფორმაციით, მისი მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა ესპანური დაწყებით დონეზე იცოდა, თუმცა ტრავმის მიღებამდე ასე თავისუფლად ვერ საუბრობდა. 

დროთა განმავლობაში ნსემო ინგლისურ უნარებს იბრუნებს და ესპანური ნელ-ნელა ავიწყდება. 

CNN-ის ინფორმაციით, უცხოური აქცენტის სინდრომი იშვიათი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ტვინზე მიყენებული დაზიანების გამო მეტყველების მანერა იცვლება, რაც ადამიანის აქცენტს ცვლის. პირველად ასეთი შემთხვევა 1941 წელს დაფიქსირდა, როცა ნორვეგიელმა ქალმა, რომელიც დაბომბვის დროს დაშავდა, გერმანული აქცენტით ლაპარაკი დაიწყო. 

სამი წლის წინ პოლიციამ კალიფორნიაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ყოფილი სამხედრო იპოვა, რომელსაც წარსული ცხოვრების შესახებ არაფერი ახსოვდა და მხოლოდ შვედურად ლაპარაკობდა. 

ავსტრალიაში ავტობუსის ყოფილი მძღოლი, რომელმაც ავტოავარიის შემდეგ ზურგი და ყბა დაიზიანა, კომიდან გამოსვლის შემდეგ ფრანგული აქცენტით ალაპარაკდა. 

„ეს მოტორული ფუნქციის დაზიანების შედეგია" - ამბობს დოქტორი კარენ კრუტი, უცხოური აქცენტის სინდრომის სპეციალისტი CNN-თან საუბარში. 

„მეტყველება ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური რამაა. თუკი ტვინის რამდენიმე ცენტრი დაზიანდა, ამან შესაძლოა მეტყველების მელოდიურობა და ტონალობა შეცვალოს" - ამბობს დოქტორი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^