Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: შშმ პირები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში აწყდებიან გაუმართლებელ მოპყრობას

25 ოქტომბერი, 2016 15:27

დღეს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა.

საანგარიშო პერიოდში – 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველმა სულ 113 საქმე შეისწავლა და 12 რეკომენდაცია შეიმუშავა.

ამათგან 2 რეკომენდაცია შეზღუდული შესაძლებლობის გამო პირდაპირი დისკრიმინაციის ნიშნით გამოიცა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ერთ შემთხვევაში საქმე ფიზიკური პირის მხრიდან დისკრიმინაციას შეეხებოდა, მეორე შემთხვევაში კი სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

უფრო კონკრეტულად, კი, როგორც ანგარიშშია აღნიშნული პირველ შემთხვევაში ფიზიკურმა პირმა, მას შემდგომ რაც შეიტყო, რომ მოქირავნის ოჯახის ერთ-ერთ ბავშვს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი ჰქონდა, ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.

მეორე შემთხვევაში კი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს მანქანა, რომლის ერთ-ერთი მგზავნი ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო. ვიდრე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადმინისტრაციულ ოქმს შეადგენდნენ, მათ არ მისცეს საშუალება განმცხადებელს, რომ მანქანის საბარგულიდან ეტლი გადმოეტანა და საპირფარეშოთი ესარგებლა, „ რის შედეგადაც განმცხადებელი იძულებული გახდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება მანქანაში დაეკმაყოფილებინა.“

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ბინის მესაკუთრემ მომავალში თავი უნდა შეიკავოს შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისგან.

ანგარისში ნათქვამია, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის შემთხვევაში ბინის მესაკუთრემ, სუბიექტური აღქმის საფუძვლად გადაწყვიტა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს მის ბინაში არ უნდა ეცხოვრა,-  „სახალხო დამცველის წარმომადგენლები უშულოდ ესწრებოდნენ ოჯახის გამოსახლების პროცესს, რა დროსაც, ბინის მესაკუთრე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის შესახებ, ერთმნიშვნელოვნად არსებული სტიგმების გავლენით საუბრობდა: „ღამე არ გაათიოს აქ, მორჩა და გათავდა!“

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მოპასუხეს დისკრიმინაციის ფაქტის გამო 1000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, როდესაც ეტლით მოსარგებლე სრულიად დამოკიდებული აღმოჩნდა სამართლებრივი ორგანოს წარმომადგენლების კეთილ ნებაზე, იმისათვის რომ მისთვის საპირფარეშოთი სარგებლობის პირობები შეექმნათ, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამგვარი დამოკიდებულება განაპირობა იმან, რომ სამართლებრივი თუ სხვა ორგანოების წარმომადგენლებს შშმ პირთა სპეციფიური საჭიროებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამსახურეთათვის  შესაბამისი ტრენინგები და ღონისძიებები უნდა უზრუნველყოს, რათა აღნიშნული საკითხის მიმართ მოსამსახურეთა მხრიდან მგრძნობელობა ამაღლდეს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ვინაიდან აღნიშნული ორი საქმის შემთხვევაში დისკრიმინაცია ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ვითარებაში მოხდა, ეს იმისი მაჩვენებელია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შესაძლოა წააწყდნენ გაუმართლებელ მოპყრობას, რაც მათი ღირსების შემლახველია.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, განცხადებების ყველაზე მეტი - 18% პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება, რელიგიის საფუძვლით დისკრიმინაციის შესახებ განმცხადებელთა 17% დავობს, ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს განცხადებების 14% ეხება, სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები კი წინა წლის მსგავსად, განცხადებების 10%-ს შეადგენს. 8%–ს წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით და 7%-ს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ მომართვიანობა. განცხადებების დანარჩენი ნაწილი ასევე შეეხება ასაკის, რასის, პროფესიული კავშირის წევრობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^