Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის რეკომენდაციები სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის გამო

25 ოქტომბერი, 2016 16:14

დღეს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა.

საანგარიშო პერიოდში – 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველმა სულ 113 საქმე შეისწავლა და 12 რეკომენდაცია შეიმუშავა.

სახალხო დამცველმა სააგნარიშო პერიოდში პირდაპირი დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ორ შემთხვევაში დაადგინა.

პირველ შემთხვევაში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართა. საქმე ეხება  ტუბერკულოზის სამკურნალო N19 სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რომლის სამეურვეო ნაწილში ცხოვრობენ პატიმრები, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან გბტ თემის წარმომადგენლებად აღიქმებიან. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, დაწესებულების სხვა ნაწილებისგან განსხვავებით, აღნიშნულ სივრცეში არ არის სათანადო საცხოვრებელი პირობები, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველს არ გამოუკვლევია სამეურნეო ნაწილში მოთავსებული პატიმრები ნამდვილად განეკუთვნებიან თუ არა გბტ თემს, თუმცა ადმინისტრაციის მხრიდან მათი ამ თემის წარმომადგენლებად აღქმა და ამის გამო მათთვის ღირსების შემლახველი პირობების შექმნა , თავისთავად წარმოადგენს დისკრიმინაციას სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.

„ასეთ შემთხვევებში, ლგბტ თემის წარმომადგენლები განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებიან, რამდენადაც იძულებულნი არიან, საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, ღიად ისაუბრონ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ - უარყონ ან დაადასტურონ რომ თავს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ, რაც, შესაძლოა, მათ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენდეს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან სახალხო დამცველს აცნობეს, რომ N19 პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო ნაწილისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსს  სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ადგილზეც გადაამოწმა.

მეორე რეკომენდაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის N241/ნ ბრძანებას შეეხება. ბრძანების თანახმად, სისხლის დონორობასთან დაკავშირებით მსმ (მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ სექსუალური პრაქტიკა სხვა მამაკაცებთან) ჯგუფისთვის ერთმნიშვნელოვანი აკრძალვა მოქმედებს,- „სამინისტრო აკრძალვას „ფანჯრის პერიოდის“ განსაზღვრის სირთულეს უკავშირებს, თუმცა, ბუნდოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში რატომ არის მსგავსი შემოწმება პრობლემატური, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ტიპის სექსუალური კავშირის შემთხვევებში, ყოველ პოტენციურ დონორთან დაკავშირებული რისკი ინდივიდუალურად ფასდება“.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ დროისთვის რეკომენდაცია აღუსრულებელი რჩება. ასევე, ნათქვამია, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია, უმეტესწილად, „საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი და მოძველებული ინფორმაციით არის განპირობებული“, რაც, თავის მხრივ, აღნიშნული სოციალური ჯგუფის იზოლაციას იწვევს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, განცხადებების ყველაზე მეტი - 18% პოლიტიკური და სხვა შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება, რელიგიის საფუძვლით დისკრიმინაციის შესახებ განმცხადებელთა 17% დავობს, ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს განცხადებების 14% ეხება, სქესის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები კი წინა წლის მსგავსად, განცხადებების 10%-ს შეადგენს. 8%–ს წარმოადგენს სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით და 7%-ს შეზღუდული შესაძლებლობის საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ მომართვიანობა. განცხადებების დანარჩენი ნაწილი ასევე შეეხება ასაკის, რასის, პროფესიული კავშირის წევრობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^