Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგუაძე: მიუღებელია იმ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ მოწოდება, რომლის ოპოზიციაშიც ვართ

25 ოქტომბერი, 2016 16:06

ნინო გოგუაძის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატებისთვის" მიუღებელია პარტიის უკვე ყოფილი ლიდერების მიერ „ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ ამომრჩევლის მოწოდება. 

„მოწოდება იმ ხელისუფლების მხარდაჭერისკენ, რომლის პრინციპულ ოპოზიციაშიც ვართ, „თავისუფალი დემოკრატებისთვის" მიუღებელია" - თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ. 

„ხელისუფლებას „თავისუფალი დემოკრატები" საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე ვაფრთხილებთ, რადგან ამა თუ იმ შესაძლო საფრთხეზე საზოგადოების ინფორმირება პოლიტიკოსების ამოცანაა. არც ერთ მოქალაქეს არავის მხარდაჭერისკენ არ მოვუწოდებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ მოქალაქეებმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთონ და აიღონ არჩევნებზე პასუხისმგებლობა" - თქვა გოგუაძემ. 

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრებმა - დავით ონოფრიშვილმა, გიორგი ცაგარეიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ დღეს ბრიფინგი გამართეს, სადაც ამომრჩეველს მეორე ტურში „ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^