Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა გადასახედია! - აქცია კანცელარიასთან 28 ოქტომბერს გაიმართება

26 ოქტომბერი, 2016 12:15

პარასკევს, 28 ოქტომბერს, 13 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, შსს-ს ოფიციალური მონაცემებით 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული. ბოლო 10 დღის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი კიდევ, სულ ცოტა, 3 ადამიანით გაიზარდა. ვიღაცისთვის ეს მხოლოდ სტატისკიკური მონაცემებია, ხოლო დაღუპულთა ოჯახებისთვის და ახლობლებისთვის ტრაგედიაა. 

„დღემდე დასაქმების ადგილზე იღუპებიან ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმის გამომუშავებისთვის, ეკონომიკური სიდუხჭირისგან თავის დაღწევისთვის, თანხმდებიან უმეტესწილად მძიმე შრომით პირობებს, სადაც შრომითი ექსპლუატაცია, აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური სამუშაო, მინიმალური სოციალური გარანტიები თუ დაბალი შრომითი ანაზღაურება, გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

დღემდე დასაქმებულები ითხოვენ ბაზისურ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობებს, თუმცა მათ მოთხოვნებს სახელმწიფო არ ითავლისწინებს და მათი ინტერესების იგნორირებას ახდენს რადგან ძალაუფლება, ფინანსური რესურსები და წარმომადგენლითობა დღესდიდი კომპანიების და ფინანსური ჯგუფების ხელშია, ხოლო სახელმწიფო ამ გადამეტებულ ძალაუფლებს არ აბალანსებს შესაბამისი კანონმდებლობითა და ინსტიტუიციებით . ამიტომ მოთხოვნების ერთადერთი ადრესატი არის სახელმწიფო, რომლის უპირველესი ვალდებულებაა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეებისთვის ადამიანის უფლებების, ღირსეული შრომისა და სიცოცხლის უფლების დაცვა. 

უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პირობების შექმნისთვის, მოვუწოდებთ მთავრობას და პარლამენტს, უპირველოს ყოვლისა დაუყოვნებლივ გადახედოს შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკას , მოახდინოს მისი გარდაქმნა და აამოქმედოს ეფექტური მექანიზმები, რომლებიც არა მხოლოდ საწარმოო შემთხვევაზე რეაგირებით შემოიფარგლება , არამედ პრევენციული ზომების გატარებას დაიახავს მიზნად. 
ამისათვის კი მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნა, რომელიც აღიჭურვება საერთაშორისო ნორმებით აღიარებული უფლებამოსილებებით და გახდება ეფექტიანი შრომის ინსპექციის სისტემის შექმნის წინაპირობა", - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციას მართავენ:
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC);
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება;
„აუდიტორია 115";
„ქალთა მზერა";
„ახალგაზრდა მწვანეები";
„მწვანე მუშტი";
ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი;
Praxis / პრაქსისი;
თბილისის სოლიდარობის ქსელი;
თვითორგანიზების ქსელი;
„თეთრი ხმაურის მოძრაობა";

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^