Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვირიკაშვილი სამინისტროების გაერთიანებაზე: გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება

26 ოქტომბერი, 2016 12:44

სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის, თუმცა ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

„ისე, სჯობს დავიცადოთ, იმიტომ, რომ ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს. 30 ოქტომბერს არის მეორე ტური და გვინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარდგეს მთავრობა. არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ. მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^