Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რკინიგზაში საწარმოო ტრავმით 63 წლის დასაქმებული საავადმყოფოში დაიღუპა

27 ოქტომბერი, 2016 13:57

რკინიგზაში სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმის შედეგად, 63 წლის ზაურ გერლიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზის ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

ზაურ გერლიანი რკინიგზაში 11 წელი ლიანდაგის მონტიორად მუშაობდა. 5 ოქტომბერს კაზრეთის სარკინიგზო ხაზზე ლიანდაგის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ზაურ გერლიანს მატარებელმა ფეხზე გადაუარა. მუშამ ადგილზე ბევრი სისხლი დაკარგა. კიდურის ამპუტაციისა და 15-დღიანი ჰოსპიტალიზაციის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე მიღებული ტრამვის შედეგად გარდაცვალების მესამე შემთხვევაა საქართველოს რკინიგზაზე.

შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტიანი შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანება და ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხვალ, 28 ოქტომბერს 13:00 საათზე, კანცელარიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს! ახალი პროფკავშირი საზოგადოებას მოუწოდებს, აქციაზე მივიდნენ და ძლიერი შრომის ინსპექცია მოითხოვონ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^