Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამცხე-ჯავახეთის გუნერნატორი ენმ-ის ბრალდებას უარყოფს

27 ოქტომბერი, 2016 23:16

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მაჭუტაძემ უარყო  „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება, თითქოს ის თავს დაესხა ენმ-ის წარმომადგენლებს. 

„სამსახურში ვარ ახლაც. მანამდეც აქ ვიყავი, მთელი დღეა სამსახურში ვარ. არსად შევხვედრივარ. რა სისულელეა! ეს ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე!”, - განაცხადა ალექსანდრე მაჭუტიძემ  ”რუსთავი 2”-ის ეთერში.

ენმ-ის წევრმა, დავით დარჩიაშვილმა „ლიბერალთან" განაცხადა, რომ ახალციხეში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მანქანით გადაადგილებისას, უკან უცხო მანქანა შენიშნეს:

„შტაბში დაბრუნებისას ერთ-ერთ თანამშრომელს ვთხოვეთ, უკან მანქანით გამოგვყოლოდა და თან ვიდეოკამერა ჰქონოდა. სოფელ ურაველთან, გზაზე საქონელი რომ გადადიოდა ცოტა ხნით შევფერხდით, რა დროსაც ჩვენ უკან მომავალი კიდევ ახალი, უცხო მანქანა დავინახეთ. ადგილობრივის თქმით, ეს მანქანა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს ეკუთვნოდა. უცებ ამ მანქანიდან უცხო პირი გადმოვიდა და ჩვენი შტაბის თანამშრომელს, რომელიც იღებდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - ყვება დარჩიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ ინციდენტის შემდეგ ქუჩაშივე მათ პატრული გამოიძახეს, თუმცა პოლიცია დიდი ხანი არ გამოჩენილა.

„გადმოგვიყვანეს მანქანიდან და დამიწყეს ცემა, სახეში შემაფრუთხეს, გუბერნატორი უშვერი სიტყვებით იგინებოდა ჩემი და „ნაციონალების“ შტაბის მისამართით. ბალიაშვილმა წიხლი ამომარტყა. მათ თან 20–30 კაცი ახლდათ. მარტო უძლური ვიყავი, ამდენთან ერთად ვერაფერს გავხდებოდი, ამიტომ ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე დავტოვე“, – განაცხადა  შტაბის თანამშრომელმა ხიზაძემ "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბრისას.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს.

ენმ-ის კანდიდატი  ვაჟა ჩიტაშვილი არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი კოპაძეს უპირისპირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^