Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბასიშვილი კარალეთის ინციდენტზე :„ქართული ოცნება“ ცრუობს

28 ოქტომბერი, 2016 18:30

„ნაციონალური მოძრაობის” გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ცრუობს, როცა ამბობენ, რომ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები „ქართული ოცნების“ კარალეთის შტაბში შეიჭრნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს. 
„ქართული ოცნება“ ცრუობს. ჩვენი შტაბის წარმომადგენლები დადიოდნენ დევნილთა დასახლებაში მეორე ტურთან დაკავშირებით. ამ დროს  „ქართული ოცნების“ შტაბში შენიშნეს საჯარო მოხელეები - გამგებლის მოადგილე, სამსახურის უფროსები. ჩვენი შტაბის ერთ-ერთმა წევრმა მიუთითა, რომ ეს იყო კანონდარღვევა, ვინაიდან საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში არ ჰქონდათ  შტაბში ყოფნის უფლება. ამან მათი გაღიზიანება გამოიწვია და ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, კახა ლობჟანიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა არსებობს და უახლოეს ხანში გავავრცელებთ“ - განუცხადა „ლიბერალს“ ბადრი ბასიშვილმა. 
ცოტა ხნის წინ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს.


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^