Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარეული კატის მოკვლის ფაქტზე შსს-ს მიმართა

08 ნოემბერი, 2016 14:07

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე, რომელშიც მოქალაქეს მოკლული გარეული ველის კატა და ტყის ქათამი უჭირავს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოტოს ავტორს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, მოგვიანებით კი მასალა რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქე აცხადებს, რომ ნადირობის შედეგად მოიპოვა ორი ერთეული ქათამი, ხოლო კატის მოკვლის ფაქტს უარყოფს და მისი განცხადებით, მოკლული კატა გზად სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა და გადაიღო ფოტო.

„სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა სანადირო თოფის სარეგისტრაციო მოწმობა და გადამფრენ ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
დაილუქა სანადირო თოფი. ჩამოერთვა ორი ცალი ტყის ქათამი და გარეული (ველის) კატა. შედგა შესაბამისი აქტი და ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში" - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^