Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას 20 პარტია მიიღებს

22 ნოემბერი, 2016 20:34

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ, 11-დან 20-მდე გაიზარდა. ამ პარტიების დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან  ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტი ლარი გაიცემა. 

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, სახელმწიფოსგან დაფინანსებას შემდეგი პარტიები მიიღებენ : „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - წლიური დაფინანსება 536,572 ლარი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 598,698 ლარი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 2,082,238 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 512,196 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 472,812 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,122,526 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 895,726 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 997,037 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 744,008 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87,024 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 87,024 ლარი, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, - 87,024 ლარი, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი. 

პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, აქამდე დაფინანსებას 11 პარტია იღებდა და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და დაფინანსებას 11-ვე ინარჩუნებს. ეს პარტიებია: - “ქართული ოცნება“, “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “პატრიოტთა ალიანსი“ და “ლეიბორისტული პარტია“. 

აღნიშნული პარტიებიდან ის სუბიექტები, რომელთაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3%-ზე ნაკლები მიიღეს, დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებენ. აქ ერთგვარი გამონაკლისი შეიქმნა "მრეწველთა პარტიის" სახით, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული დაფინანსების გარდა, ბიუჯეტიდან დაფინანსებას საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" შექმნის გამოც მიიღებს.   

ამასთან, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ პარტიებს ემატება - “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ ბლოკში შემავალი პარტიები: “ტრადიციონალისტები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ და “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“. კვალიფიციური სუბიექტი ხდება ბლოკ “ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობაში“ შემავალი პარტია “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში მყოფი “ევროპული საქართველო“. 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ხდება პაატა ბურჭულაძის “სახელწიფო ხალხისთვის“ და გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო“.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^