Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

3 სადავო შტატში ხმების გადათვლის შემთხვევაში აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა კლინტონი გახდეს

26 ნოემბერი, 2016 16:55

ვისკონსინის შტატში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს გადათვლიან. ეს გადაწყვეტილება შტატის საარჩევნო კომისიამ კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის,  მწვანეთა პარტიის წარმომადგენლის - ჯილ სტეინის საჩივრის პასუხად მიიღო. 

გადათვლა მომდევნო კვირის ბოლოს უნდა დაიწყოს. ფედერალური კანონმდებლობის თანახმად, გადათვლის ყველა პროცედურა 13 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. სტეინი ხმების გადათვლის მიღწევას ცდილობს კიდევ ორ შტატში - მიჩიგანსა და პენსილვანიაში. ამ სამ შტატში მიღებული საარჩევნო შედეგები მკვეთრად განსხვავდებოდა წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგებისგან. 

გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა 290 ხმა მიიღო, დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა კი - 232. თუმცა პირდაპირი საარჩევნო ხმების ოდენობით, დემოკრატების კანდიდატს ტრამპზე დაახლოებით 2 მილიონით მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი. 

საინტერესოა, რომ თუკი ამ სამ შტატში გადათვლის შედეგად გამარჯვებულად არა ტრამპი, არამედ ჰილარი კლინტონი დასახელდება, ამით ის საარჩევნო კოლეგიის 46 ხმას დააგროვებს, ეს კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ამერიკის პრეზიდენტი სწორედ ის გახდეს და არა დონალდ ტრამპი. 

ამგვარი პროცედურის დაწყების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით ისაა, რომ გადათვლის მოთხოვნის ინიციატორმა შესაბამისი ხარჯები თავად უნდა გაიღოს. 5.3 მილიონი დოლარი უკვე შეგროვებულია, რაც სავარაუდოდ საკმარისი უნდა იყოს ვისკონსინისა და პენსილვანიის შტატებში გადათვლის დასაფინანსებლად. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^