Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიაუინის ლექტორი კარლო გოდოლაძე იტალიაში გარდაცვლილი იპოვეს

01 დეკემბერი, 2016 16:34

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, კარლო გოდოლაძე იტალიის ქალაქ პადუაში გუშინ, საღამოს გარდაცვლილი იპოვეს.  როგორც იტალიური მედია იუწყება, მისი ცხედარი მდინარემ გამორიყა. 
26 წლის კარლო გოდოლაძე Today.it-ის ცნობით, 20 ნოემბრის შემდეგ საცხოვრებელ ბინაში აღარ დაბრუნებულა, მისმა თანამობინადრეებმა ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადეს. Today.it-ის ინფორმაციით, პოლიცია მიიჩნევს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა.

კარლო გოდოლაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც.
„ჩვენს გუნდს გამოაკლდა ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და მეგობარი. კარლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი იყო. წვლილი, რომელიც მან სამართლის სკოლისა და ცეტრის წარმატებულ მუშაობაში შეიტანა, ძალიან დიდია.
დიდხანს გაგვყვება მოგონებები, რომლებიც ყველას გვაკავშირებს კარლოსთან.
გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ კარლოს ოჯახს და მეგობრებს“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^