Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლომჯარია: „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო ქველმოქმედებისთვის რამდენიმე პირია დაჯარიმებული

05 დეკემბერი, 2016 12:26

აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზე დღეის მდგომარეობით პარტიებისთვის შეწირულ თანხებთან დაკავშირებით 40 პირია დაბარებული, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის მოადგილემ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ლომჯარიას ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის ინტერესია მათ მიერ განხორციელებული შეწირული თანხების კანონიერების დადგენა. 

როგორც ლომჯარიამ განმარტა, 2016 წლის საარჩევნო პერიოდში პარტიებმა ჯამში 29 212 382 ლარის შემოწირულობა მიიღეს. აქედან აუდიტის სამსახურმა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერება შეისწავლა. 

„ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორის „ქართული ოცნების“ 35, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 42, „პატრიოტთა ალიანსის“ - 18 და „ნაციონალური მოძრაობის“ - 12 შემომწირველი. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორიგნის ფარგლებში აუდიტის სამსახურმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჯამში 250 000 ლარის ჯარიმა დააკისრა. ყველაზე მეტი ჯარიმა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველებს დაეკისრათ, 7 პირს დაახლოებით 187 000 ლარი, ასევე „პატრიორტთა ალიანსის“ წარმომადგენელს 183 000 ლარი დაეკისრა,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებულია რამდენიმე პირი, ჯამში 8 000 ლარის ოდენობით. ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძველით კი დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი. 

როგორც გენერალური აუდიტორის მოადგილემ აღნიშნა, აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი განცხადებებიდან სამ შემთხვევაზე საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა, ვინაიდან ის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^