Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

10 000 ლარი თბილისის ბიუჯეტიდან თანამშრომლებისთვის ქცევის წესების შესასწავლად

05 დეკემბერი, 2016 16:33

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა P.S.-ში გავიდა სიუჟეტი მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესახებ, რომლის მიხედვითაც მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესების შესასწავლად პედაგოგს დაიქირავებენ.

„ლიბერალი“ დაიტერესდა აღნიშნული სატენდერო დოკუმენტაციით. როგორც ირკვევა, ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ“ სატრენინგო მომსახურებაზე  ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 10 000  ლარია.

ტენდერის შედეგად გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ტრენინგი არაუმეტეს 40 საჯარო მოხელეს უნდა ჩაუტაროს. ტრენინგმოდულს სულ 3 დღე, დღეში 5 საათი, დაეთმობა. სასწავლო ჯგუფებს ტრენინგები 2016 წლის ბოლომდე ჩაუტარდება.

სატრენინგო მომსახურების დასახელებაა -  დიპლომატიური ურთიერთობები, პროტოკოლისა და ეტიკეტის მოთხოვნები.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გარდა დიპლომატიის და პროტოკოლის საფუძვლების გაცნობისა, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები ოფიციალური მიღებისა და საზეიმო ვახშმის ორგანიზებას, ოფიციალურ მიღებაზე მოქცევის წესებს, ასევე, სხვადასხვა შეხვედრაზე ჩაცმისა და მაგიდასთან მოქცევის წესებს შეისწავლიან.

„დიპლომატიური ვიზიტების, შეხვედრების, მიღებების ატრიბუტები;  წერილები, მოკითხვები, ამანათები;  დიპლომატიური, პროტოკოლური საქმიანობის თავისებურებები სხვადასხვა ქვეყნებში;  დიპლომატიური ეტიკეტი სხვადასხვა ქვეყანაში“, - აღნიშნულია შესასწავლი მოდულების ჩამონათვალში.

როგორც თბილისის საკრებულოს ოპოზიცია  „რუსთავი 2-თან“ საუბარში აღნიშნავს, მერია ჩაცმისა და სუფრასთან ქცევის წესების შესწავლაში 7 200 ლარს მარტო მასწავლებელს გადაუხდის. ამას დაემატება ქალაქგარეთ გაკვეთილების ჩასატარებლად 40-ზე მეტი ადამიანის ტრანსპორტირების, კვების, სასტუმროში ცხოვრებისა და საკონფერენციო დარბაზის დაქირავების ხარჯიც. საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ თბილისელების ფული ამგვარ აქტივობებზე არ უნდა დაიხარჯოს და მერიამ ბიუჯეტი უფრო გონივრულად უნდა ხარჯოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^