Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი აფხაზი მოქალაქეებისთვის აფხაზური ენის შესწავლის უზრუნველყოფას ითხოვს

05 დეკემბერი, 2016 18:07

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეებისათვის აფხაზური ენის შენარჩუნებისა და მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.

სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილებში აღნიშნულია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაახლოებით 1600 (საყოველთაო აღწერის მონაცემებით განსხვავებული შედეგია) ეთნიკურად აფხაზი მოქალაქე ცხოვრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ,  ოჯახურ გარემოში შეენარჩუნებინათ მშობლიური ენა, მაგრამ, განსხვავებულ ლინგვისტურ გარემოში აფხაზური ენის შენარჩუნება ადვილი არ აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათთვის მშობლიური ენის შესწავლის შესაძლებლობებს.  

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია მეორე სახელმწიფო ენად. 2011 წლიდან ეს ენა იუნესკომ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფ ენათა შორის შეიყვანა. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით, საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების ვალდებულება საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი აუცილებლობად მიიჩნევს აჭარის აფხაზური თემის წარმომადგენლებისთვის შეიქმნას აფხაზური საკვირაო სკოლა ან  სასკოლო განათლების ფარგლებში აფხაზური ენის შემსწავლელი ჯგუფები, რათა შენარჩუნდეს და განვითარდეს აფხაზური ენა საქართველოში. 

სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციებითა და წინადადებით, 2015 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების დასახლებათა სკოლებში შესაძლებელი გახდა ჩეჩნური, უდიური, ასურული, ოსური, ქურთული და ხუნძური  ენების სწავლება, რითაც უჩა ნანუაშვილის შეფასებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა აღნიშნული ენების შენარჩუნებისა და განვითარების ხელშესაწყობად და ასევე ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების რეალიზების თვალსაზრისით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^