Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აქციიდან კონსტრუქციამდე“- განათლების კომიტეტმა სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

05 დეკემბერი, 2016 19:57

დღეს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებმა პარლამენტში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 45-ე მუხლის ცვლილება შეეხებოდა.

">http://

კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სტუდენტებს ხუთ ბლოკად ჩამოყალიბებული 12 კითხვა გადასცა და მათ პარლამენტში წარსადგენად ორკვირიანი ვადა განსაზღვრა.

უფრო კონკრეტულად კი სტუდენტებმა უნდა წარადგინონ:

  • თავიანთი პოზიცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დღეისათვის განსაზღვრული სტუდენტური თვითმმართველობების არჩევის წესთან დაკავსირებით;
  • სხვა ქვეყნების მაგალითზე შესწავლილი რეგულაციები ან არსებული პრაქტიკა სტუდენტური თვითმმართველობების არჩევის წესთან დაკავშირებით;
  • პოზიცია საქართველოს კანონში ან უნივერსიტეტის დონეზე მოქმედი რეგულაციების შესახებ სტუდენტებისთვის ფინანსური რესურსების თანაბარ წვდომასთან დაკავშირებით;
  • სხვა ქვეყნების მაგალითზე შესწავლილი რეგულაციები სტუდენტური თვითმმართველობის ან სტუდენტური ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკასთან დაკავშირებით;
  • სტუდენტებმა უნდა წარადგინონ შეჯამებული რეკომენდაციები.

„ვეთანხმები სტუდენტების თანაბარ უფლებებს, როგორც არჩევის წესთან, ასევე ფინანსურ რესურსების წვდომასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ბევრ დეტალს ითვალისწინებს არსებული სისტემების მართვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ეფუძნებოდეს არგუმენტირებულ დეტალურ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას. თორმეტი კითხვა, რომელიც 5 ბლოკად არის ჩამოყალიბებული გადავეცით სტუდენტებს დასამუშავებლად და შემდგომ წარმოსადგენად. ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი რომ,  აქცია გადავიტანოთ კონსტრუქციულ რეჟიმში, რომ შემდგომი ნაბიჯები ეფუძნებოდეს რეალურ ცოდნასა და გამოცდილებას.  მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ კანონის ცვლილებაზე“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდგომ მარიამ ჯაშმა.

როგორც შეხვედრის შემდგომ „აუდიტორია 115-ის“ წევრმა გიორგი არობელიძემ განაცხადა, შეხვედრისას განხილულ საკითხებს მოძრაობის სხვა წევრების გააცნობენ და ამის შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას დატოვებენ თუ არა მეექვსე კორპუსს.

">http://

„ამ კითხვების უმეტესი ნაწილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვაქვს დამუშავებული, პრაქტიკულად არ არსებობს მსოფლიოში ქვეყენა, სადაც საკანონმდებო დონეზე არის განსაზღვრული რომელიმე სტუდენტური ორგანიზაციის არსებობის უფლება, ამ მხრივაც საერთასორისო გამოცდილებაც ჩვენს მხარსაა, ამიტომ ვფიქრობთ რომ ყველაფერი გადაწყდება ისე, რომ ყველა სტუდენტს ექნება თანაბარი წვდომა რესურსებზე“,- თქვა მან.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილის თქმით, „აუდიტორია 115“ მეექვსე კორპუსი უნდა დატოვოს და სტუდენტებს განათლების მიღების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

">http://

„ჩვენ რა თქმა უნდა იმ კითხვებს გავცემთ ჩვენს პასუხს რაც შეხვედრისას დაისვა. იშვიათი მოიძებნება საზღვარგარეთ მაგალითი,  სადაც  არსებული თვითმმართველობის მოდელისგან განსხვავებული პრაქტიკა შეგვხვდება. მაგრამ ცადონ ადამიანებმა, მოვიკვლიოთ და ამის შემდგომ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესო იქნება სტუდენტებისთვის“,- თქვა მან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^