Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკოპოლიტიკის პლატფორმა: გაუქმდეს მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა

07 დეკემბერი, 2016 12:54

საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ეხმაურება ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას, რომ აუცილებელია ფუნდამენტური საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რათა სახელმწიფო რესურსები მიიმართოს პრევენციის, ზრუნვისა და დახმარების პროგრამებზე და შეწყდეს სამართალდამცავთა მიერ მომხმარებლის დევნა.

პლატფორმის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები მიმართული უნდა იყოს შემდეგ ძირითად საკითხებზე: 
•    გაუქმდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის/მცირე ოდენობით ფლობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;
•    გადაიხედოს და შემსუბუქდეს ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის განსაზღვრული სანქციები;
•    დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების ადეკვატური და სამართლიანი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები;
•    შეიცვალოს არსებული იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პრაქტიკა;
•    გაუქმდეს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთათვის დამატებით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მექანიზმი.

ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დროულად შექმნას სამუშაო ფორმატი, ან გაააქტიუროს უკვე არსებული მექანიზმები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტებისა და თემით დაინტერესებული პირების ჩართულობა. დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემა დავიწროვდეს ერთ კონკრეტულ ნივთიერებამდე, ან კონკრეტული სასჯელის ტიპამდე და მათი ცვლილებით ამოიწუროს მთლიანი რეფორმა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, პლატფორმა უახლოეს მომავალში პარლამენტს წარუდგენს კონკრეტულ კონცეფციას/საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის საფუძველზეც შესაძლოა დაიწყოს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მსჯელობა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ პლატფორმა უპირობოდ უჭერს მხარს პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ საპროტესო  აქციებს. კერძოდ, თბილისი, 7 დეკემბერი, 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, - „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ (GeNPUD ), „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა" და „თანადგომას“ საპროტესტო აქცია.

თბილისი, 10 დეკემბერი, 17:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ - თეთრი ხმაურის მოძრაობის საპროტესტო აქცია

ამჟამად საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და მოძრაობაა გაწევრიანებული. პლატფორმა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ჯგუფებისა და ექსპერტების ჩართულობას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებაში და ადვოკატირებას გაუწევს ეფექტიანი და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას.

საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^