Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: მმართველი პარტიის შემწირველებს შორის სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებიც არიან

07 დეკემბერი, 2016 15:29

მმართველი პარტიის შემწირველთა შორის სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელი პირებიც არიან - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია საუბარი.

კვლევის ავტორთა განმარტებით, გამოსაკვლევად შეარჩიეს საქართველოში მოქმედი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაარსებული 5 მსხვილი საწარმო, რომელთაგან 4-ის აქციებს ამჟამად „საპარტნიორო ფონდი” განკარგავს, ერთი კი სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს მართვაშია. ეს კომპანიებია: „საქართველოს რკინიგზა”, “საქართველოს ფოსტა”, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაში პოლიტიკური პარტიების შემწირველთა სიაზე დარყდნობით, ამ საწარმოების ხელმძღვანელების ყოფილ და ამჟამინდელ მმართველ პარტიებთან კავშირიც გამოიკვლია.

„2016 წლის 26 აგვისტოს შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიისა” და შპს „საქართველოს ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ 27 900 ლარი შესწირა მპგ „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს." მანვე 2013 წლის 10 მაისს 20 000 ლარი შესწირა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”. მის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული შეწირულობის შესახებ მითითებული არ არის. 

2013 წლის 19 აგვისტოს სს „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა (იმჟამად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა), დავით საგანელიძემ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" 15 000 ლარი შესწირა; 

2013 წლის 26 აპრილს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 35 000 ლარი შესწირა; 

2013 წლის 26 აპრილს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” დირექტორმა კომერციულ საკითხებში კოკა კოკოლაშვილმა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 30 000 ლარი შესწირა; 

2013 წლის 22 აგვისტოს შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გია საგანელიძემ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 15 000 ლარი შესწირა; 

2013 წლის 19 ივლისს სს „საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გურამ გაბუნიამ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” 5 000 ლარი შესწირა; 

2012 წლის 1 აგვისტოს სს „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათელა თურნავამ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 35 000 ლარი შესწირა;

2012 წლის 2 აგვისტოს სს „საქართველოს რკინიგზის” ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ბახტაძემ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 20 000 ლარი შესწირა; 

2012 წლის 5 სექტემბერს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 10 000 ლარი შესწირა“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^