Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირს სამსახურში აღადგენენ

08 დეკემბერი, 2016 14:25

2-წლიანი განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს  ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ნავთლუღის მუნიციპალიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე გადაწყვეტილებით, ისნის გამგეობას თეონა ჭალიძისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 500 ლარის და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა დაეკისრა. თეონა ჭალიძის ინფორმაციით, ის ხელფასის სახით ყოველთვე 1500 ლარს იღებდა, შესაბამისად, გამგეობას მისთვის 36 000 ლარის გადახდა მოუწევს(1500x24). 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ანზორ ხატიაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლება, თეონა ჭელიძის სამსახურში დაუყოვლებლივ აღდგენა ისნის გამგეობას უკვე დაევალა.

თეონა ჭალიძე ნავთლუღის მინუციპალიტეტის თანამშრომელი 2013 წელს გახდა. თუმცა, როგორც თვითონ ჰყვება, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მის თანამშრომლებს განცხადების დაწერა და სამსხურიდან წასვლა მოსთხოვეს. იმის გამო, რომ მან თავიდანვე უარი თქვა განცხადების დაწერაზე და სამსახურიდან პირადი სურვილით წასვლაზე, როგორც თავად ამბობს, შენიშნვნა „შეუთითხნეს“, საყვედური დაუწერეს და ისნის რაიონის გამგებელმა, ვახტანგ ქიზიყურაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

თუმცა სასამართლომ 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ისნის გამგებელის მიერ 2014 წლის 16 ოქტომბერს თეონა ჭელიძისთვის გამოცხადებული შენიშვნები ბათილად ცნო .

ანზორ ხატიაშვილის თქმით, ყველაზე საინტერესო სასამართლოს დასაბუთება იქნება, რომელიც ადვოკატს მალე ჩაბარდება. მისი ინფორმაციით, ეს პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების მესამე შემთხვეაა.

„აქედან გამომდინარე, ეს საქმეები ნათლად წარმოაჩენს იმ ხარვეზებს, რაც მაშინ იყო. ვფიქრობ, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მსგავს საქმეებზე გავლენას მოახდენს. ამასთან, შესაძლოა, მას პრევენციული ხასიათიც ჰქონდეს. რადგან გაჩნდება განცდა, რომ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას სასამართლოს გადაწყვეტილბა მოჰყვება. ასეთი შემთხვევები სახელმწიფოს მძიმე ტვირთად დააწვება, რადგან დიდი თანხის ანაზღაურებაზეა საუბარი“,- აღნიშნავს ანზორ ხატიაშვილი.

ადვოკატის ინფორმაციით, მეორე ასეთი საქმე მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურიდან ირაკლი კვარაცხელიას გათავისუფლებაა. მისი სარჩელი პირველ ინსტანციაში არ დააკმაყოფილეს, მაგრამ საქმე სააპელაციო სასამართლოში მოიგო და თბილისის მერიამ მისი სამსახურში აღდგენის დადგენილება გამოსცა.

მის მსგავსად პირველ ინსტანციაში სარჩელი არ დაუკმაყოფილეს გიორგი ხაბურძანიასაც. თუმცა დავა მეორე ინსტანციაში მოიგო და ახლა მის საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^