Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა შემთხვევაში ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი?

08 დეკემბერი, 2016 14:08

ე.წ. შეჩერების გამარტივებული მექანიზმი, რომელზეც ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო გუშინ შეთანხმდა, ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სავიზო მოთხოვნების ხელახლა დაწესების პროცედურას გაუმარტივებს. 

ევროპარლამენტში ინიციატივაზე მომხსენებელმა აგუსტინ დიაზ დე მერამ განაცხადა, რომ ცვლილებები, რომლებზეც გუშინ შეთანხმდნენ, შეჩერების მექანიზმის სწრაფად გააქტიურების საშუალებას იძლევა. მან ისიც განმარტა, რომ მექანიზმზე შეთანხმებამ გზა გაუხსნა საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დიალოგის გაგრძელებას. 

ევროპარლამენტის თანახმად, შეჩერების მექანიზმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუკი:

  • მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლის ნებართვაზე ან დაარღვიეს ევროკავშრის ტერიტორიაზე დარჩენის ვადა;
  • მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ვერ ასაბუთებენ თავშესაფრის მოთხოვნის საჭიროებას;
  • თუკი ქვეყანა რეადმისიის საკითხზე თანამშრომლობას (მიგრანტთა დაბრუნება) შეასუსტებს.

შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაშიც, თუკი არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა მხრიდან საჯარო პოლიტიკას ან შიდაუსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება. 

არაფორმალური შეთანხმებას სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტში უყრიან კენჭს. მხარდაჭერის შემთხვევაში, მას მაინც დასჭირდება პარლამენტის მიერ აღიარება, რაც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მოხდება. შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2013 წლიდან არსებობს, ამ ეტაპზე საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან არის დაკავშირებული. 

როგორ მუშაობს შეჩერების მექანიზმი

შეთავაზებული პროექტის თანახმად, მექანიზმის ამოქმედება როგორც ევროკომისიას, ასევე მის წევრ ქვეყნებს შეეძლებათ. ევროკომისიას დაევალება არაწევრი ქვეყნების მონიტორინგი, აგრძელებენ თუ არა ისინი ვიზალიბერალიზაციის ისეთ წინაპირობებს, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებების პატივისცემა. 

წევრი ქვეყნების უბრალო უმრავლესობის, თუნდაც ერთი წევრი ქვეყნის მიერ ცნობის წარდგენის საფუძველზე, ანდაც საკუთარი ანგარიშის საფუძველზე, კომისიას ერთი თვე ექნება იმის გადასაწყვეტად, შეუჩეროს თუ არა არაწევრ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია 9 თვის პერიოდით. შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში ევროკომისია ამ ქვეყანასთან ერთად ეცდება, იმუშაოს იმ პრობლემის აღმოფხვრაზე, რომელმაც მექანიზმი აამოქმედა. 

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პერიოდის გახანგრძლივება

იმ შემთხვევაში, თუკი ვითარება არ გამოსწორდება, ევროკომისია შეჩერების 9-თვიანი პერიოდის ამოწურვამდე 2 თვით ადრე წარადგენს წინადადებას შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდის კიდევ 18 თვით გახანგრძლივების შესახებ. ამ წინადადების წინააღმდეგ გამოსვლა როგორც ევროპარლამენტარებს, ასევე წევრ ქვეყნებს შეუძლიათ. 

ევროკომისიას ასევე ეძლევა უფლება, წარადგინოს საკანონმდებლო წინადადება ვიზალიბერალიზაციის მქონე ქვეყნის იმ ქვეყანათა სიაში გადატანის შესახებ, რომელთაც არ აქვთ ვიზალიბერალიზაცია მინიჭებული.

არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა კატეგორია

შეჩერების მექანიზმის სამიზნე შესაძლოა, არაწევრი ქვეყნის მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიები აღმოჩნდეს. წარდგენილი პროექტის თანახმად, ეს კატეგორია უნდა მოიცავდეს სპეციფიკური პრობლემების ფართო წრეს და ამავდროულად რისკის პროპორციული უნდა იყოს.

შეჩერების მექანიზმი არ ეხება დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას (ვიზალიბერალიზაცია ამ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას არ ითვალისწინებს).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^