Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეროვნული ბანკი: აქციზის გაძვირება ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე მნიშნელოვნად ვერ იმოქმედებს

12 დეკემბერი, 2016 17:17

საქართველოს ევროვნული ბანკის შეფასებით, აქციზის გადასახადის ზრდა გამოიწვევს ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების გაძვირებას, თუმცა აღნიშნულ ზრდას პირდაპირი გავლენა წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი არ იქნება - შესაბამისი შეფასება 2017 წლის ბიუჯეტზე ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ ცნობაშია გაკეთებული. 

„ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აქციზური საქონლის გაძვირება გაზრდის ინფლაციის მოლოდინებს, ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას და უზრუნველყოფს ინფლაციის შენარჩუნებას მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერს. 

ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ იმ დაშვებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში ბიუჯეტის დეფიციტი უბრუნდება მდგრად დონეს, 2017 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის რისკებს არ ქმნის, თუმცა, ვალის მდგრადობის და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, რომ მომდევნო წლებში არ მოხდეს ფისკალური კონსოლიდაციის წარმოდგენილი გეგმიდან გადახვევა. 

„2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1, 315 მლნ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2017 წელს მშპ-ს საპროგნოზო ოდენობის 4,1%-ზეა დაგეგმილი. წარმოდგენილი ბნიუჯეტის პროექტი ითვალისწინების ბიუჯეტის დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას 2020 წლისთვის 2,5%-მდე" - თქვამია პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნი წერილში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^