Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI: ბოლო სამ წელში დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს ფიქსირდება

14 დეკემბერი, 2016 11:25

„2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფდა დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას. 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად უზრუნველყოფდა დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას“,- წერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“(IDFI).

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის ამნისტიის შემდეგ საზოგადოება კრიმინოგემული ვითარების გაუარესებას ელოდა და შესაბამისად, დანაშაულის სტატისტიკის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი გაიზარდა. თუმცა  2015 წლამდე შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად (მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ინიციატივით) არ ასაჯაროებდა სრულ სტატისტიკურ მონაცემებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს,  რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.  ამასთან, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება მნიშვნელოვნად აზიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს“.

IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ვებ გვერდზე დანაშაულების შესახებ 2016 წლის მონაცემები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო მოსმენისას ოპოზიციური პარტიის დეპუტატს დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომ სამინისტროს მიერ ყოველ კვარტალში ხდებოდა საქსტატისთვის მონაცემების მიწოდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2016 წლის 9 თვის  და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2014-2015 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემების შედარებითი ანალიზიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. კერძოდ, 2016 წლის 9 თვეში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეგისტრირებულია 154 ერთეულით მეტი  დანაშაული,  ხოლო 2015 წელთან შედარებით 1394 ერთეულით მეტი.

2016 წლის 9 თვეში, ბოლო სამი წლის განმავლობაში დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება შემდეგ დანაშაულთა ჯგუფების მიმართებით:

- დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ(განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, თვითმკვლელობამდე მიყვანას და სხვა)

- დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოჯახში ძალადობა და სხვა)

- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ(თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ტრეფიკინგი, მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა და სხვა)

- დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ(ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და ა.შ.)

- სატრანსპორტო დანაშაული(ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა და სხვა)

„2014 წელს, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ რეკომენდაციით შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, შეექმნა დანაშაულის ინტერაქტიული სტატისტიკა და კრიმინოგენული რუკა, რომელიც ხელს შეუწყობდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და პროაქტიულ ღიაობას. დანაშაულის დეტალიზებული კრიმინოგენური რუკა უნდა ყოფილიყო ინტერაქტიული ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფდა დეტალური და მრავალფეროვანი სტატისტიკის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ფორმატში და ცვლადებით, მათ შორის, დროის, დანაშაულის ტიპის, რეგიონისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. სამწუხაროდ, სამინისტრომ ეს ვალდებულება არ შეასრულა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^