Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცვლილებები სქემაში - როგორ დააგროვებს პრაქტიკოსი პედაგოგი კრედიტქულებს

15 დეკემბერი, 2016 19:41

დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმწიფო კომისიის სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

სქემაში შესატანი ცვლილებების თანახმად, იმისათვის, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა 19 კრედიტქულა დააგროვოს და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღოს, სავალდებულია, გავიდეს საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე და ორჯერ გაიაროს შიდა დაკვირვება.

უფრო კონკრეტულად კი, როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ კომისიის წევრმა, განათლების სპეციალისტმა, რევაზ აფხაზავამ განმარტა, პედაგოგს შეუძლია, დაახლოებით 15 კრედიტქულა  დააგროვოს გამოცდების მეშვეობით, შიდა სასკოლო დაკვირვებები კი 2-2 კრედიტით შეფასდება.

მისი განმარტებით, ცვლილებების თანახმად, თუკი გამოცდებზე მიღებული ქულებით, (გამოცდებზე გასვლა სავალდებულოა) მასწავლებელი საკმარის კრედიტებს ვერ შეაგროვებს, მას შესაძლებლობა ექნება შესაბამისი აქტივობები გაიაროს და კრედიტქულები ამ გზით შეივსოს, მაგალითად თუკი საკმარის ქულებს ვერ დააგროვებს საგნის გამოცდაზე, მასწავლებელს უფლება ექნება კრედიტქულების შესავსებად საგნის ტრენინგი გაიაროს. ან თუკი საკმარის ქულას ვერ დააგროვებს პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებისას, შეეძლება სანაცვლოდ გაიაროს პროფესიული უნარების ტრენინგი. რევაზ აფხაზავას თქმით, ამგვარი ალტერნატივები კარგია, რადგან მნიშვნელოვანია რომ გამოცდაზე დაკლებული კრედიტქულების შევსება შესაბამისი, საპირწონე კომპონენტებით მოხდეს.

„ეს სქემა სახლში არ გაუშვებს არავის, სქემა იქნება ორიენტირებული პროფესიულ განვითარებაზე. თუ მხოლოდ საგნის გამოცდა იყო შემდეგ ეტაპზე გადასვლის მეთოდი, ახლა ასე აღარ იქნება, საგნის გამოცდას დაემატება პროფესიული უნარების გამოცდა, ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და პედაგოგიკაში და ტრენინგი საგანში. დაემატება შიდა სასკოლო დაკვირვება, კიდევ სხვა კომპონენტები და ამ ჯამური ქულით პედაგოგი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებს. მერე შენარჩუნებისას უკვე ახალი კრიტერიუმები იქნება. ჩვენ ვცდილობთ, მასწავლებლების უმეტესობისთვის ბარიერის გადალახვა გახდეს უფრო რეალისტური. ახლა ძალიან ცალმხრივია“,- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უფრო კონკრეტულად, თუ როგორია კრედიტქულების დასაგროვებლად კომპონენტების სრული სია, რამდენი კრედიტქულა მიენიჭება თითოეულ მათგანს, გამოცდაზე მიღებული ქულები როგორ აისახება კრედიტებში, დღევანდელი შეხვედრის შემდგომ არ გასაჯაროებულა. როგორც განმარტეს, შეხვედრისას კომისიის წევრები ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ, სქემის საბოლოო ვერსია კი უახლოეს მომავალში გახდება საჯარო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^