Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„m²-ის" განმარტება: ჩვენ არ ვითხოვთ ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვას

19 დეკემბერი, 2016 18:00

კომპანია „m² უძრავი ქონება" მცდარს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ m² ჯანსაღი ხეების მოჭრის უფლებას ითხოვს. 

მათი თქმით, საზოგადოების ნაწილმა m²-ის ინიციატივა არასწორად აღიქვა.

„ვწუხვართ, რომ საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა m2-ის ინიციატივა და შესაბამისად გამოწივია მათი აღშფოთება. გარწმუნებთ, რომ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. ჩვენ მზად ვართ პირადად შევხვდეთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს და განვუმარტოთ, თუ რა იგულისხმება წერილში, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო. 

განვმარტავთ: m² საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვდა ორი საკითხების ინიცირებას: 1. დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებელის გაუქმებას; 2. მკაფიო რეგულაციების დაწესებას ხეების მოჭრის საკითხზე. 

m² არ ითხოვს ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვას. პირიქით, წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი კომპანია საქართველოს პარლამენტს სთხოვს დააწესოს მკაფიო რეგულაციები ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. დღესდღეობით, საქმეში ჩახედული ადამიანები დაგვეთანხმებიან, ამ მიმართულებით სრული ქაოსია. გარწმუნებთ, რომ m² არ ეძებს იოლ გზებს. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ არსებობდეს რეგულაციები, რომლებსაც ჩვენ ყველანი დავემორჩელებით. მაგალითისთვის, კომპანია კანონმა დაავალდებულოს, რომ 1 მოჭრილი ხის ნაცვლად დარგოს 10 ახალი ხე და ა.შ.

რაც შეეხება დაავადებული ხეების მოჭრას, m²-სთვის გაუგებარია, რატომ უნდა იხდიდეს კომპანია მოსაკრებელს დაავადებული ხის მოჭრაზე, მაშინ როცა ეს ხე პოტენციურ საფრთხეს შეიცავს ადამიანებისა და სხვა ხეების მიმართ და მისი მოჭრა საზოგადოების ინტერესში შედის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სს „mუძრავი ქონების“ გენერალური დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ის დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების მოჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დარგულირებას ითხოვს.

„მოგეხსენებათ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრეს დაავადებულ ხეების მოჭრის უფლების მოპოვება თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიმართვის გზით უწევს. ამასთან, საკომპენსაციოდ მან სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს, რაც მნიშვნელოვანად ართულებს ბიზესაქტორების მდგომარეობას. მიგვაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს, რადგან დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა საფრთხეს წარმოადგენს სხვა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით და, შესაბამისად, მათი დროული გაუვნებელყოფა ქალაქის ინტერესებში შედის“, - წერს m2 საკანონმდებლო წინადადებაში.

m2: დაავადებული ხეების მოჭრა მესაკუთრეს თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^