Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფერაძე m2-ის წინადადებაზე: თუ ამ ფორმატში გაგრძელდა განხილვა, იქნება დიდი მწვანე რევოლუცია

20 დეკემბერი, 2016 14:06

„პარტიზანი მებაღეები" პარლამენტში „m2 უძრავი ქონების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილების განხილვის შეჩერებას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები მერიასთან, სამუშაო ფორმატში, სპეციალისტების ჩართვით უნდა შემუშავდეს. 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების მოჭრისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დარგულირების შესახებ „m2 უძრავი ქონების“ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ, „პარტიზანმა მებაღემ" ნატა ფერაძემ განაცხადა, რომ ამ პროექტის პარლამენტში განხილვას „დიდი მწვანე რევოლუცია" მოჰყვება. 

„თუ ეს გააგრძელებს მსველელობას, არავითარი დიალოგი არ იქნება. იქნება დიდი მწვანე რევოლუცია, ამის პირობას გაძლევთ" - თქვა ფერაძემ. 

მისი თქმით, საკითხის განვილვა მერიასთან თანამშრომლობით სამუშაო ფორმატში უნდა გაგრძელდეს. 

„საზოგადოების მაღალი მოთხოვნაა, რომ დღეს ამ წერილის განხილვა გადაიდოს. დეველოპერებთან ერთად დავსხდეთ, განვიხილოთ. თუ მწვანე საფარტზე ზრუნავენ ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ დღეს ასეთი ტემპით ამის განხილვა [გაგრძელდება], ცალკე დეველოპერები, ცალკე პარლამენტი, დიდ საპროტესტო ტალღას მიიღებს, რადგან ეს სრულიად დაუშვებელია. წყალში ყრიან იმ შრომას, რაც „პარტიზანულმა მებაღეობამ" და არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩავდეთ ამ საქმეში. სულ სხვა კუთხით მიდის მუშაობა. ეს იქნება დიდი ზიანი ბუნებსითვის და მიიღებთ უდიდეს საპროტესტო ტალღას. თუ ახლა ჩვენს ხმას არ გაითვალისწინებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი შვილები იცხოვრებენ არაჯანსაღ გარემოში" - თქვა ფერაძემ.

ნატა ფერაძეს მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ელენე ხოშტარიაც, რომელიც მიესალმება წინადადებას, რომ პარლამენტში მსჯელობა მას შემდეგ გაგრძელდეს, რაც ამ საკითხებზე დაინტერსებული მხარეები მერიაში გამწვანების სამსახურთან ერთად იმსჯელებენ.

კომიტეტის თავმჯდომარეები კი მიიჩნევენ, რომ საკითხზე მსჯელობა პარლამენტში, კომიტეტების ფორმატში უნდა გაგრძელდეს.

რას ითვალისწინებს „mუძრავი ქონების“ საკანონმდებლო წინადადება?

„mუძრავი ქონების“ გენერალური დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ის დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების მოჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დარგულირებას ითხოვს.

„მოგეხსენებათ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრეს დაავადებულ ხეების მოჭრის უფლების მოპოვება თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიმართვის გზით უწევს. ამასთან, საკომპენსაციოდ მან სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს, რაც მნიშვნელოვანად ართულებს ბიზესაქტორების მდგომარეობას. მიგვაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს, რადგან დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა საფრთხეს წარმოადგენს სხვა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით და, შესაბამისად, მათი დროული გაუვნებელყოფა ქალაქის ინტერესებში შედის“, - წერს m2 საკანონმდებლო წინადადებაში.

მათი თქმით, ამგვარი შესაძლებლობის გაჩენა, ხელს შეუწყობს ბიზნესის სტიმულირებას და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაეხმარება ქალაქის შესაბამის ორგანოებს თავისი ფუნქციის ჯეროვნად შესრულებაშიც, რაც საბოლოოდ  დაზოგავს მუნიციპალიტეტის ხარჯებს.

„ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი ქალაქის ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში ჯანსაღი ხეების მოჭრის შესახებ. მოგეხსენებათ, თბილისის ტერიტორია არსებითად დაფარულია მწვანე საფარით. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ხის მოჭრის შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად შეფერხდება მსხვილი, ქვეყნისთვის სასიკეთო ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების განხორციელება და შეუძლებელი გახდება ტერიტორიების სამშენებლო განვითარება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული და დაჩქარებული წესით განახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში, რათა დადგენილ იქნეს მკაფიო რეგულაციები და განისაზღვროს ამ მიზნით შესაბამისი უფლებამოსილი პირების უფლება-მოვალეობები“, - ნათქვამია წინადადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^