
ფოტოგრაფი, რომელმაც თურქეთის საგამოფენო სოვრცეში რუსეთის ელჩს, ანდრეი კარლოვს ბოლო ფოტო გადაიღო „ალჯაზირასთან“ მომხდარის შესახებ დეტალებს ჰყვება.
ფოტოგრაფი ბურჰან ოზბილიჩი ესწრებოდა გამოფენას სახელწოდებით, „კალინგრადიდან კამჩატკამდე, მოგზაურთა თვალით“.
„გადავწყვიტე, გამოფენას დავსწრებოდი, რადგან ეს საგამოფენო სივრცე იყო გზაზე, რომელიც უნდა გამევლო სამსახურიდან სახლამდე. როცა მივედი, გამოსვლები უკვე დაწყებულიყო. მას შემდეგ, რაც რუსეთის ელჩმა დაიწყო საუბარი, მე გადავინაცვლე მისკენ ახლოს, რათა გადამეღო ფოტო, ვფიქრობდი რომ ფოტოს გამოვიყენებდი, თუ დამჭირდებოდა ამბებისთვის თურქულ-რუსულ ურთიერთობაზე. ის საუბრობდა თავის სამშობლოზე, ლაპარაკობდა ნელა, რათა შემდეგ თარჯიმანს ეთარგმნა.
უცებ გაისმა სროლის ხმა, ერთი მეორის მიყოლებით. ხალხი ჩავარდა პანიკაში და გარბოდნენ, რათა თავი დაეცვათ. ელჩი იწვა იატაკზე და სისხლი სდიოდა. რამდენიმე წამში გავაანალიზე, რაც მოხდა. კაცი, რომელიც ჩემ წინ იდგა, გარდაცვლილიყო. ვიყავი შოკში, მაგრამ მაინც დავიწყე ფოტოების გადაღება. თავმდასხმელი აღელვებული იყო, ყვიროდა, რამდენიმე ფოტო დაამტვრია კედელზე. იძახდა: „არ დაგავიწყდეთ ალეპო, არ დაგავიწყდეთ სირია“. ასევე დაიძახა - „ალაჰ აკბარ“, თუმცა დანარჩენი, რაც არაბულად თქვა, ვერ გავიგე. ის იარაღს გვიშვერდა, შემდეგ დაცვის თანამშრომლებმა გვიბრძანეს, დაგვეტოვებინა დარბაზი.
სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიცია მალე მოვიდა და ოპერაცია დაიწყო, როცა მე დავბრუნდი ოფისში და გადავიტანე ფოტოები გაოგნებული დავრჩი. ჩემს ფოტოზე ჩანდა, რომ თავდამსხმელი ელჩის უკან იდგა, როცა ის სიტყვით გამოდიოდა.